Sunday, July 10, 2016

            მეოთხე    დღის  რეფლექსია

1.07.2016წ
     ვიმუშავე  ბუკლეტის  დამზადებაზე. შევქმენი  პორტფოლიოს საქაღალდეები და ვისწავლე ამ საქაღალდეებში მასალების, რესურსების ჩალაგება და მისი გამოყენება პროექტისათვის

   მეშვიდე  დღის რეფლექსია  

 8.07.2016წ


           არ ვყოფილვარ მე-6 მეცადინეობაზე. შეფასების ჯგუფის ტრენინგი გვქონდა და დამთხვევის გამო გამიცდა. სამუშაო ბევრი დამიგროვდა და ძლივს გავართვი თავი. 
           ვისაუბრეთ გარდნერის ინტელექტის მრავალმხრივი განვითარების თეორიაზე. განვიხილეთ პროექტის გეგმაში დიფერენცირებული სწავლება. ვისაუბრეთ ბლოგების დიზაინის, შაბლონების, გვერდების დამატების შესახებ. ჩემი პორტფოლიო ავტვირთე ბლოგზე. დრაივში გადავიტანე მოსწავლის ნიმუში, მერე გავაზიარე კოლეგებთან დასაკომენტარებლად. მეც გავაკეთე კომენტარი. მივიღე დავალებები, დავასრულე გეგმა და შევადგინე ფასილიტაციის კითხვები
მერვე   დღის რეფლექსია   9.07.2016წ


გადავამოწმე ყველა საქაღალდე და მოვამზადე დრაივზე ასატვირთად. დრაივიდან პორტფოლიო გადავიტანე ბლოგზე და შევინახე ახალ ჩანართში. შევავსე ფასილიტაციის ფორმა და ავტვირთე ბლოგზე. დღე იყო ნაყოფიერი ინტერნეტის ხარვეზებით მუშაობას რომ არ შევეწუხებინე










   მეცხრე   დღის  რეფლექსია     10.07.2016წ


გადავხედე ჩემს ბლოგს. გადავამოწმე ჩემი საქაღალდე. დავრწმუნდი რომ დავალება დასრულებულია მცირე ხარვეზებით, რაც ინტერნეტის გაუმართავი მუშაობითაა გამოწვეული(სოფლის მასწავლებლებს ნაკლებად მიგვიწვდება ხელი ინტერნეტზე და სახლშიც ვერ ვიმუშავე). წარვადგინე საპრეზენტაციო მასალა. დავათვალიერებ ჩემი კოლეგების ბლოგებს და გავეცნობი მათ პროექტებს, რომელიც ძალიან მაინტერესებს.







Sunday, June 26, 2016

მესამე დღის რეფლექსია

მუშაობა, მუშაობა.....
განვაახლეთ ბლოგი, ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, რომელსაც დასრულებული სახით გავუგზავნი ტრენერს.ტრენინგი იყო დატვირთული სიახლეებით. მაგრამ ამ ინტერნეტმა ძალიან დამღალა და მანერვიულა. წაიღო ჩემი მეცადინეობის უდიდესი ნაწილი.მივიღეთ დავალება პროექტის გეგმის ნიმუშის მოსამზადებლად. მადლობა ტრენერს საინტერესო დღისთვის.